ადვოკატთა ასოციაციაში ახლადგაწევრიანებულმა 200-მდე ადვოკატმა პროფესიული ფიცი დადო

8 ნოემბერი 2023

ადვოკატთა ასოციაციას კიდევ 200-მდე ახალი წევრი შეემატა. პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა ადვოკატის ფიცი სიმბოლურად, სწორედ ქართული ადვოკატურის დღეს, 8 ნოემბერს დადეს. 

ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია ადვოკატთა ასოციაციის ახალ შენობაში გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნთან ერთად პირველად გაჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ახალ წევრებს ადვოკატის პროფესიაში შესვლა მიულოცა და ფიცის დადების დამადასტურებელი სერთიფიკატები და ადვოკატის მოწმობები გადასცა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი