USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
სამუშაო შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ გახსნეს.
სამუშაო შეხვედრაზე მინეაპოლისის სასამართლოს მოსამართლემ, კერი მეიერმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ადმინისტრირებასა და მუშაობის სტრუქტურაზე ისაუბრა და მონაწილეებს შეერთებული შტატების გამოცდილება გაუზიარა.