ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მორიგი სესია ჩაატარა. საგამოცდო სესიები 23-28 ივნისს მიმდინარეობდა.
გამოცდებში 700-მდე პირი მონაწილეობდა და მათ შორის გამოცდა წარმატებით 203-მა მონაწილემ ჩააბარა.
ადვოკატთა ასოციაცია ულოცავს წარმატებულ მონაწილეებს!
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მორიგი ნაკადის რეგისტრაცია სექტემბერში იგეგმება და მომდევნო საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების სავარაუდო თარიღია ოქტომბერი.