ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მორიგი სესია ჩაატარა. საგამოცდო სესიები 17 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. საკვალიფიკაციო გამოცდები კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.
გამოცდებში 791 პირი მონაწილეობდა საერთო (251), სისხლის სამართლისა (243) და სამოქალაქო სამართლის (297) მიმართულებებით. მათ შორის გამოცდა წარმატებით ჩააბარა 231-მა მონაწილემ.
ადვოკატთა ასოციაცია ულოცავს წარმატებულ მონაწილეებს!
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მორიგი ნაკადის რეგისტრაცია გაზაფხულზე გამოცხადდება.