ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები დაასრულა

12 მარტი 2021

ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები დაასრულა. საგამოცდო სესიები 4 მარტს დაიწყო და 12 მარტს დასრულდა. საკვალიფიკაციო გამოცდები საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) ჩატარდა. ტესტირება 879-მა პირმა საერთო, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის მიმართულებებით გაიარეს. მათ შორის გამოცდა წარმატებით 333-მა პირმა ჩააბარა.

ადვოკატთა ასოციაცია ულოცავს მათ ამ წარმატებას!

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გამოცდა იმ პირებისთვის ჩატარდა, რომლებმაც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე 2020 წლის დეკემბერში გამოცდაზე გასვლა ვერ შეძლეს.

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მორიგი, საგაზაფხულო ნაკადის რეგისტრაცია კი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუ) უსაფრთხო საგამოცდო გარემოს უზრუნველყოფისთვის.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი