ოთარ კაჭკაჭაშვილი
ეთიკის კომისიის წევრი, კოლეგიის თავმჯდომარე
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ოთარ კაჭკაჭაშვილი 2021 წლის 11 დეკემბრიდან არის ეთიკის კომისიის წევრი.
ოთარ კაჭკაჭაშვილი საერთო სპეციალიზაციით საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს 2000 წლიდან.
ოთარს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი.
2000-2001 წლებში მიენიჭა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთბათა მაგისტრის ხარისხი.
2011 წლიდან დღემდე ოთარი არის იურიდიული კომპანია ,,OK&CG” დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი.
2016 წელს მონაწილეობა მიიღო მსოფლიო იურისტთა ასოციაციის/WORD JURIST ASSOCIATION მიერ ორგანიზებულ კონგრესზე თემაზე - „The Internet: Challenges to Peace and Freedom”.
2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატი.
2018 წელს ოთარი ხელმძღვანელობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური მდგრადობისა და მონიტრინგის კომიტეტს.
2017 წლიდან არის საქართველოს საადვოკატო ბიუროთა გაერთიანების გამგეობის წევრი.
2020 წელს ოთრმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ მედიაციის სასერტიფიკატო ტრეინინგ კურსში და ამავე წელს მიენიჭა სერტიფიკატი.
ოთარს მინიჭებული აქვს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტისა და მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (WIPO) სერტიფიკატი ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსში.
2020 წლიდან ოთარი არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი.
2021 წლიდან გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.
გარდა საადვოკატო საქმიანობისა, ოთარი აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. მიმდინარე ეტაპისათვის ოთარი გახლავთ ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
სადვოკატო საქმიანობის დაწყებიდან დღემდე ოთარს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, მათ შორის ადვოკატთა პროფესიული ეთიკის, მედიაციისა და ინტელექტუალური საკუთრების კუთხით.
ოთარი ფლობს რუსულ, ფრანგულ და თურქულ ენებს.