ინგა ნებიერიძე

ეთიკის კომისიის წევრი

2021 წლის 11 დეკემბრიდან .ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ინგა ნებიერიძე არჩეულია ეთიკის კომისიის ადვოკატ წევრად. 
ინგა ნებიერიძემ  წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა  სამართლის მაგისტრის  კვალიფიკაცია,
2002-2003  წლებში  სწავლობდა   „დიკენსონ კოლეჯში“   (კარლაელი, პენსილვანია, აშშ).  
1992-2002 წლებში   ინგა ნებიერიძე იყო     საქართველოს  ადვოკატთა კოლეგიის  წევრი და ეწეოდა საადვოკატო და პედაგოგიურ  საქმიანობას.                       
2007  წელს    ინგა ნებიერიძემ  წარმატების ჩააბარა  საადვოკატო საკვალიფიკაციო  გამოცდა  და გახდა საქართველოს ადვოკატთა  ასოციაციის  წევრი   საერთო სპეციალიზაციით. 
2009-2017 წლებში ინგა ნებიერიძე იკავებდა  ს.ს.ი.პ. “ქართველოს ადვოკატთა  ასოციაციის”  აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. ამავდროულად იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  ადმინისტრაციული სამართლის კომისიის წევრი; „ადვოკატთა  სოციალური დახმარების“ ფონდის  გამგეობის წევრი;    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი; იურისტთა   საერთაშორისო  ასოციაციის (IBA) წარმომადგენელი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო ჯგუფის  წევრი.
2000-2009 წლებში  ინგა  ნებიერიძე დასაქმებული იყო როგორც საჯარო სტრუქტურებში, ისევე  კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში: 
2000-2002 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს იურიდიული   დეპარტამენტის                               პარლამენტთან    ურთიერთობის  სამმართველოში,   იურისტად;
2002-2003 წლებში მუშაობდა ამერიკის  წითელი ჯვრის ასოციაციაში  (American Red Cross, Pensilvania,  USA). 
2004 – 2006 წ.წ.    მუშაობდა   საქართველოს საგარეო  საქმეთა სამინისტროს   საკონსულო დეპარტამენტში, იურისტად .  
2006-2007 წლებში მუშაობდა კომპანია “GT - International  Legal Consulting Group “-ში, იურისტად.
2018-2020  წლებში  ინგა ნებიერიძე მუშაობდა კომპანია „ING-legal იურისტად (ბრიუსელი, ბელგია).                                  
ამჟამად ინგა ნებიერიძე  არის  იურიდიული კომპანია “ILCC“-ს   აღმასრულებელი  დირექტორი;   „ ადვოკატთა ევროპული პალატის“  დამფუძნებელი  და საბჭოს წევრი.
ინგა ნებიერიძე არის საერთაშორისო ორგანიზაცია „ ევროპის იურისტ  ქალთა      ასოციაციის“  (EWLA-ბელგია)   წევრი,  ადვოკატთა  საერთაშორისო  კავშირის МС(С)А. წევრი; იურისტთა   საერთაშორისო  ასოციაციის  (IBA) -ს წევრი; ევროპის  მენტორინგის და ქოუჩინგის  საბჭოს (EMCC)-ს წევრი; ევროპის  ტრანზაქციული ანალიზის ასოციაციის (EATA)-ს  წევრი; საერთაშორისო ორგანიზაციის  “HWPL- მსოფლიო ომის   გარეშე“  (UN DPI) მშვიდობის ელჩი (Peace Ambassador);        
გარდა მშობლიური ენისა, ინგა ნებიერიძე  ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი