ეკატერინე გეწაძე
ეთიკის კომისიის წევრი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ეკატერინე გეწაძე 2021 წლის 11 დეკემბრიდან არის ეთიკის კომისიის წევრი.
2004-2008 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი). 2010 წელს დაასრულა ამავე უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა სამართლმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2008 წელს გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
2009 წელს პრაქტიკული სამართლის კლინიკის ფარგლებში იყო სამართალმცოდნეობის ტრენერი ქ. თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში.
2011 წლიდან არის საადვოკატო ბიურო - ჯეი-ემ-ქეის იურისტი, ხოლო 2013 წლიდან ამავე იურიდიული ოფისის პარტნიორი.
2014 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. აქტიური საადვოკატო საქმიანობის პარალელურად, ჩართულია საკომიტეტო საქმიანობაში, 2018 წელს იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლის კომიტეტის წევრი, ხოლო 2019 წლის იანვრიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმის კომიტეტის წევრი. მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმის კომიტეტის სამუშაო ჯგუფში საქმიანობის ფარგლებში, მისი თანაავტორობით მომზადდა ინსტრუქცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების თაობაზე და მოდალური ნიმუშები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის გასაუბრებისას დასასმელ კითხვებზე.
არის მენტორი ადვოკატი.
ჩაბარებული აქვს სხვადასხვა საკვალიფიკაციო გამოცდა, მათ შორის მოსამართლის თანაშემწეთა საკვალიფიკაციო გამოცდა (2010 წელს) და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით (2014 წელს). მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ტრენინგებში.
გარდა მშობლიური ენისა, ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.