ბესარიონ ბოხაშვილი
ეთიკის კომისიის წევრი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ბესარიონ ბოხაშვილი 2021 წლის 11 დეკემბრიდან არის ეთიკის კომისიის არაადვოკატი წევრი მეორე ვადით. იგი ეწევა აქტიურ საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას.
2017-2021 წლებში იყო ეთიკის კომისიის არაადვოკატი წევრი ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების არჩევით.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარჩინებით და მიიღო ბაკალავრის ხარისხი.
2015- 2006 წლებში ბესარიონ ბოხაშვილმა წარჩინებით დაამთავრა გაერთიანებული სამეფოს ნოტინგემის უნივერსიტეტი და მიიღო მაგისტრის წოდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში.
ბესარიონ ბოხაშვილი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი. 2012 წლიდან ის ასევე არის ევროპის საბჭოს ადგილობრივი წარმომადგენელი საქართველოში მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების იურიდიული განათლების კუთხით.
ბესარიონი ადამიანის უფლებების შესახებ არაერთი წიგნის ავტორი და თანაავტორია, განხორციელებული აქვს შედარებითი ანალიზები ცალკეულ უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ კანონმდებლობას, პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტებს შორის. ბესარიონი არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განათლებისა და ტრენინგების ფონდის ლექტორი და ასოცირებული პროფესორი.
2004-2005 წლებში მუშოაბდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტრატეგიული სამართალწარმოების ადვოკატად.
2005-2007 წლებში მუშაობდა სახელმწიფო წარმომადგენლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
2009 წლიდან დღემდე ბესარიონი მუშაობს ევროკავშირის პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად, იგი ასევე იყო ევროსაბჭოს, ევროკავშირის, გაეროს განვითარების ფონდის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გერმანიის ტექნიკური დახმარებისა და თანამშრომლობის ფონდის, საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში გერმანიის დახმარების ფონდის ექსპერტი
ადამიანის უფლებათა საკითხებში.
ამჟამად ბესარიონ ბოხაშვილი არის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში.
გარდა მშობლიური ენისა ბესარიონი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.