ანა ლორია

ეთიკის კომისიის წევრი, კოლეგიის თავმჯდომარე

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ანა ლორია 2021 წლის 11 დეკემბრიდან არის ეთიკის კომისიის წევრი მეორე ვადით. ანას დიდი გამოცდილება აქვს როგორც პედაგოგიურ, ასევე საადვოკატო საქმიანობაში.

2017-2021 ეთიკის კომისიის წევრი ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების არჩევით.

ანა ლორიას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU) იურიდიული ფაკულტეტი. მან ასევე დაამთავრა კავკასიის სამართლის სკოლა (CSL) საჯარო სამართლის მაგისტრის კვალიფიკაციით. 

2005-2006 წლებში ანა სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში (კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ). 

2015 წელს ანამ ფორდჰემის უნივერსიტეტში (ნიუ იორკი, აშშ) გაიარა ინტენსიური კურსი ამერიკის შეერთებული შტატების სამართლებრივი სისტემის შესახებ.

2010-2013 წლებში ანა მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივა (ABA ROLI), იურისტის პოზიციაზე.

2013-2017 წლებში ანა მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივა (ABA ROLI) საქართველოს ოფისის უფროს იურისტად. 
ამერიკის იურისტთა ასოციაციაში მუშაობის დაწყებამდე ანა ლორია მოღვაწეობდა სამოქალაქო სექტორში. კერძოდ, იგი იყო კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის (CPCR) აღმასრულებელი დირექტორი. 

პარალელურად, 2008 წლიდან დღემდე, ანა ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა თემაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატებისათვის. 

ანა ლორია 2008 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი, საერთო სპეციალიზაციით. 2017 წელს ანა არჩეულ იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად.

გარდა მშობლიური ენისა, ანა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი