საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიზანია უზრუნველყოს იურიდიული პროფესიის ერთიანობა, ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრება იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობისა და საადვოკატო საქმიანობაში მაღალი პროფესიული სტანდარტების ხელშეწყობით.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად ასოციაციის მიერ შემუშავდა და დამტკიცდა 2019-2022 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც მომზადდა ევროპის საბჭოსა (COE) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, PMCG-ის ექსპერტების მიერ. მომზადების ეტაპზე განხორციელდა გარემოს და ასოციაციის ორგანიზაციული საქმიანობის შეფასება, თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის საფუძველზე. შედეგად, გამოვლინდა ასოციაციის გამოწვევები და განისაზღვრა სამომავლო საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები.
ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს 2019 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით დამტკიცდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2019-2022 წლების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა.
ასოციაციის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრა სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის განხორციელების წესი და პასუხისმგებელი პირები - შესრულების წლიური ანგარიშები განთავსდება საჯაროდ ასოციაციის ვებ-გვერდზე და გაეგზავნება ასოციაციის წევრებს.