როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად, ადვოკატთა ასოციაციამ შექმნა პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ელექტრონული პორტალი, რომელიც 2022 წლის 17 მაისიდან საპილოტე რეჟიმში ფუნქციონირებდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მხოლოდ ბარიერს მიღმა შეხვედრის დაჯავშნის მიზნებისთვის.
2022 წლის ოქტომბრის თვიდან, პენიტენციურ დაწესებულებასთან შესაბამისი შეთანხმებისა და ჯავშნების პორტალში დამატებითი ფუნქციონალის ჩაშენების შედეგად, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ბარიერს მიღმა (ბმულით:https://penitentiary-barieri.gba.ge/) შეხვედრის დაჯავშნის გარდა საშუალება გეძლევათ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში განახორციელოთ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან პირისპირ ვიზიტის დაჯავშნაც (ბმულით:https://penitentiary-barieri.gba.ge/)
შეგახსენებთ, რომ ჯავშნების პორტალის გამოყენება ნებაყოფლობითია და მიზნად ისახავს, რომ ადვოკატებმა უფრო ეფექტიანად შეძლონ დროისა და პროფესიული საქმიანობის მართვა. იმ ადვოკატებისთვის, რომელთაც კლიენტთან შეხვედრის საჭიროება მოულოდნელად წარმოეშვათ ანდა სხვა ნებისმიერი მიზეზით არ განუხორციელებიათ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა, იმოქმედებს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის უკვე არსებული სტანდარტულ პროცედურა (ე.წ. ცოცხალი რიგი).
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ბარიერს მიღმა შეხვედრის დაჯავშნისათვის ისარგებლეთ ბმულით:https://penitentiary-barieri.gba.ge/
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან პირისპირ შეხვედრის დაჯავშნისათვის ისარგებლეთ ბმულით: https://penitentiary-pirispir.gba.ge/
გთხოვთ, პორტალის გამოყენებამდე, ყურადღებით გაეცნოთ პორტალის "წესებსა და პირობებს", რომელთა დაცვაც სავალდებულოა.
გისურვებთ წარმატებას!