ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი და პანდემიიდან გამომდნირე გარემოებების ფორს-მაჟორად მიჩნევის სამართლებრივი საფუძვლები

16 მარტი 2021

“ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი და პანდემიიდან გამომდნირე გარემოებების ფორს-მაჟორად მიჩნევის სამართლებრივი საფუძვლები” – ამ თემაზე „მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (ბენჩ-ბარის)“  შეხვედრა ჩატარდა. ბენჩ-ბარის მონაწილეებმა ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული სამართლებრივი გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრა ორ სესიად ჩატარდა, სადაც მხარეებმა ის კონკრეტული საკითხები განიხილეს, რომლებიც სასამართლო პრაქტიკაში შექმნილ ფორს-მაჟორულ გარემოებებს ეხება. 

ადვოკატების ფართო ჩართულობით ქვეყნის მართლმსაჯულების სფეროში არსებული გამოწვევებისა და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, ბენჩ-ბარის ფორმატში შეხვედრები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მომავალშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ „მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო“  2020 წელს დაარსდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა „ბენჩ-ბარის“ ფორმატის ინსტიტუციონალიზაციას.

„ბენჩ-ბარის“ ფორმატის მიზანია იურიდიულ პროფესიათა შორის რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების გზით მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა და კანონის უზენაესობის განმტკიცება.

ბენჩ-ბარის ფორმატის ინსტიტუციონალიზაციის პროცესი მხარდაჭერილია ევროპის საბჭოსა და USAID/PROLoG-ის მიერ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი