ძვირფასო წევრებო!

27 ოქტომბერი 2025

ადვოკატის დღისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაარსებიდან 20 წლის აღსანიშნავად, 08 ნოემბერს, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. 

წლევანდელი კონფერენციის თემაა - კონვენცია „ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ“  სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის ეფექტიანი ინსტრუმენტი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

რადგან კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ღონისძიებაზე რეგისტრაცია განხორციელდება პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, რომელიც იწარმოებს ელექტრონული ფორმით და გაიხსნება 29 ოქტომბერს 13:00 საათზე. 

შესაბამისად, გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენს საკომუნიკაციო არხებს, იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ რეგისტრაცია.
კონფერენციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია და დეტალები ეცნობება რეგისტრირებულ მონაწილეებს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი