დაინტერესებულ ადვოკატთა საყურადღებოდ

3 ივნისი 2020

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და პარტნიორ უნივერსიტეტებსა და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციასთან“ თანამშრომლობით, COVID-19 პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების პროექტს იწყებს.

COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში ბიზნესის და სხვა ორგანიზაციებს უწევთ საქმიანობის დროებით შეზღუდვა, შეჩერება ან შეწყვეტა რაც ხშირად იწვევს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას ან მათთან არსებული შრომითი ურთიერთობის პირობების ცვლილებას. დიდია ასეთ სიტუაციებში შრომითი დავების წარმოშობის ალბათობა. სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ხელს უწყობს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს რომ დროულად, ეფექტიანად და ნაკლები ხარჯით მოაგვარონ პანდემიის ფონზე წარმოქმნილი შრომითი დავები.

1 ივნისიდან, სამთვიანი პროექტის ფარგლებში ყველა ორგანიზაციისა და დასაქმებულისათვის ხელმისაწვდომი გახდება შრომით დავებზე მედიაცია. 

პროექტის ფარგლებში მედიაციის პროცესები ჩატარდება დისტანციურად, მედიატორთა ასოციაციის წევრი აკრედიტირებული მედიატორების მონაწილეობით. პროექტში ჩაერთვებიან საქართველოს უნივერსიტეტებიც. კონფიდენციალურობა, მიუკერძოებლობა და პროფესიული სტანდარტების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ შემუშავებული წესების თანახმად. საპილოტე პროექტში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მშვიდ გარემოში განიხილონ კრიზისით გამოწვეული ცვლილებები და ერთად მოძებნონ მათთვის მისაღები გამოსავალი. 

დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს მედიატორთა ასოციაციას, რომელიც პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად უზრუნველყოფს საქმის ადმინისტრირებას. მედიატორთა ასოციაციის ბაზაზე იმუშავებს ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ დამატებითი ინფორმაციის მიღება პროექტთან დაკავშირებით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი