საქართველოს სასამართლოს, პროკურატურისა და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა „იურიდიულ პროფესიათა საკონსულტაციო საბჭოს (ბენჩ-ბარი)“ მუდმივმოქმედი ფორმატის დაარსებაზე იმსჯელეს.
იურიდიულ პროფესიათა შორის კომუნიკაციისა და დისკუსიის გზით, ბენჩ-ბარის ფორმატის ინსტიტუციონალიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მართლმსაჯულების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრასა და ერთიანი სასამართლო პრაქტიკის დანერგვას.
ბენჩ-ბარის ფორმატი დანერგილია და წარმატებით მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის მრავალ ქვეყანაში.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები, რომელთაც ბენჩ-ბარის მუდმივმოქმედი ფორმატის დაარსებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატეს.
შეხვედრაზე მონაწილე მხარეები შეჯერდნენ დებულების პროექტზე, რომლის ფართო განხილვა და პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში გაიმართება.