შეხვედრა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან

1 აპრილი 2019

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებულ პროექტი, რომელიც შეეხება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების პროცედურებსა და სტანდარტებს.

“ადვოკატთა ასოციაციას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი კანდიდატებისათვის დამატებითი, ხელოვნური ბარიერების დაწესება. აუცილებელია, რომ მაღალი რეპუტაციისა და სანდოობის მქონე იურისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, წარდგენილ იქნან უზენაეს სასამართლოში და მართლმსაჯულების სისტემამ დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა,“ - განაცხადა დავით ასათიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ფონდი

ადვოკატები

ადვოკატის პროფილი