რიგგარეშე საერთო კრება

19 იანვარი 2019

2019 წლის 3 თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრება, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა განწესების პროცესთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე.

საერთო კრების ადგილმდებარეობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი (მისამართი: ქალაქი თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N1).

მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე და გაგრძელდება 11:00 საათამდე.

აქვე გაცნობებთ, რომ ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, განმეორებითი საერთო კრება გაიმართება იმავე დღესა და ადგილზე, 12:00 საათზე. განმეორებითი კრება უფლებამოსილია მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა. 
რეგისტრაცია: განმეორებითი კრების მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:15 საათზე და გაგრძელდება 12:00 საათამდე.

▶ დღის წესრიგი:
1. ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა;
2. მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა განწესების პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; 
3. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების შესახებ ადვოკატთა საერთო კრების რეზოლუციის მიღება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ფონდი

ადვოკატები

ადვოკატის პროფილი