"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს ახალი კანონის აქტუალურ საკითხებზე ტრენინგი 130-ზე მეტმა ადვოკატმა გაიარა

3 აპრილი 2023

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ადვოკატთა ასოციაციაში "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს ახალი კანონის აქტუალურ საკითხებზე ტრენინგების ციკლი ჩატარდა, რომელშიც 130-ზე მეტი ადვოკატი მონაწილეობდა. 
ტრენინგებს მოწვეული ექსპერტი, ინვესტორთა საბჭოს სამართლის მრჩეველი, გიორგი ჯუღელი უძღვებოდა. 

ადვოკატთა ასოციაციის წევრები ტრენერთან ერთად 6 დღის განმავლობაში ისეთ თემებს  განიხილავდნენ როგორებიცაა:
▫️ შეზღუდული პასუხისმგებლობა;
▫️ შეზღუდული პასუხისმგებლობის რისკები და მისი შემცირების გზები - გამჭოლი პასუხისმგებლობა;
▫️ საწარმოს კაპიტალი, კორპორაციის ქონებრივი სტრუქტურა;
▫️ ფინანსური ანგარიშგება და საკორპორაციო სამართალი;
▫️ პარტნიორებზე საწარმოს ქონების განაწილება და კაპიტალის დაცვა;
▫️ დივიდენდის განაწილება და მინორიტარი პარტნიორის უფლებები;
▫️ განთავსებული კაპიტალის ცვლილება;
▫️ საკუთარი წილების/აქციების შეძენა;
▫️ კორპორაციის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა;
▫️ ხელმძღვანელთა ფიდუციური მოვალეობები;
▫️ პარტნიორთა/აქციონერების უფლებები და მოვალეობები;
▫️ პარტნიორის გასვლა და გარიცხვა შპს-დან;
▫️ საწარმოთა რეორგანიზაცია/დაშლა;

ტრენინგში ადვოკატთა ასოციაციის წევრები წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე მონაწილეობდნენ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი