საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის კომიტეტმა 2022-2023 წლის სამოქმედო გეგმა და გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.
სამოქმედო გეგმა ერთი წლის განმავლობაში კომიტეტის მიერ განსახორციელებელ აქტივობებს მოიცავს.
ღონისძიების ფარგლებში „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა“ და „ღია სივრცე კავკასია“-ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც ორგანიზაციებს შორის ერთობლივ ღონისძიებებსა და სხვადასხვა აქტივობას ითვალისწინებს.