ადვოკატთა ასოციაციამ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები სილქნეტთან/ჯეოსელთან, რის საფუძველზეც შემუშავდა და ამოქმედდა სპეციალური კორპორაციული სატელეფონო მომსახურება ასოციაციის წევრებისთვის სახელწოდებით - ,,პაკეტი ადვოკატი“.
ნაცვლად სტანდარტული ღირებულებისა, ასოციაციის წევრებისთვის „პაკეტი ადვოკატი“-ს საფასური შეადგენს 15 ლარს.
კორპორაციული შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ადვოკატთა ასოციაცია კვლავაც აგრძელებს კორპორაციული სერვისების მიმართულებით აქტიურ მუშაობას და წევრთათვის სასიამოვნო სიახლეების შეთავაზებას.