23 დეკემბერს ასოციაციის საერთო კრება გაიმართა

3 იანვარი 2019 - 26 იანვარი 2019

23 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართა.

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ თორნიკე ბაქრაძემ, საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რაჟდენ კუპრაშვილმა წლიური ანგარიშები წარადგინეს.

ღონისძიებაზე ასევე განიხილეს და დაამტკიცეს ასოციაციის წესდებასა და დისციპლინურ დებულებაში შესატანი ცვლილებები.

ადვოკატთა საერთო კრება, კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას ასოციაციის წევრი ადვოკატები იღებენ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ფონდი

ადვოკატები

ადვოკატის პროფილი