რეგისტრაცია დაიწყო დარგობრივი სპეციალიზაციის კურსზე - სამშენებლო და არქიტექტურულ სამართალში
მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტთან (Institut für Anwaltsrecht an der LMU) და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ცხადდება რეგისტრაცია დარგობრივი სპეციალიზაციის კურსზე - სამშენებლო და არქიტექტურული სამართალი.
კურსის მიზანია სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის სფეროში ადვოკატებისთვის/იურისტებისთვის სიღრმისეული და სპეციალიზებული ცოდნის/გამოცდილების გაზიარება.
კურსს უძღვებიან დარგის აღიარებული ქართველი და გერმანელი ექსპერტები. უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი.
კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ხოლო ადვოკატებს მიენიჭებათ დარგის სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სასწავლო ვიზიტში გერმანიაში.
გაცნობებთ, რომ სპეციალიზებულ კურსზე რეგისტრაცია 2025 წლის 16 ივნისის 16:00 საათამდე გაგრძელდება. კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაციასთან დაკავშირებული დეტალები იხილეთ ბმულზე.