დავით ასათიანის განცხადება

21 მაისი 2021

ჯერ კიდევ 2019 წელს, ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საერთო კრებამ მიიღო რეზოლუცია, სადაც ცალსახად აღინიშნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა მონაწილეობის მნიშვნელობის თაობაზე.  https://bit.ly/3oKQmCw

მჯერა, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ხარისხის გაძლიერების პროცესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აქტიურად ისმოდეს საადვოკატო პროფესიის წარმომადგენელთა ხმა.

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო რეფორმის ამ პოსტ-EU სამედიაციო შეთანხმების ეტაპზე, საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინოს მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატთა ასოციაციის განსაკუთრებული როლი და ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევა არ გადაიქცეს მხოლოდ პოლიტიკოსთა მოლაპარაკება/შეთანხმებების პროცესად, არამედ აქცენტი გაკეთდეს იურიდიული პროფესიის მიუკერძოებელ და მაღალი რეპუტაციის წარმომადგენლებზე.

დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობის სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაცია უახლოეს პერიოდში წარმოადგენს რეფორმების კონკრეტულ გეგმას, რომელიც დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარებაში.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი