განცხადება

31 იანვარი 2023

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლისა და „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და 232 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აღმასრულებელი საბჭოს 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად აცხადებს ღია კონკურსს იურიდიული დახმარების საბჭოს შემადგენლობაში ადვოკატთა ასოციაციიდან წარსადგენი 1 წევრის შესარჩევად.

სავალდებულო კრიტერიუმი:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატს, რომელსაც აქვს არანაკლებ 5 წლის საადვოკატო გამოცდილება.

სავალდებულო დოკუმენტაცია:

1. პირადობისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

2. ადვოკატის უფლებამოსილების დამადსტურებელი მოწმობის ასლი

3. CV (ქართულ ენაზე)

4. სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 200 სიტყვა)

მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შეგიძლიათ ელექტრონული ფორმით ელ-ფოსტის მისამართზე: hr@gba.ge, ან მატერიალური ფორმით წარმოადგინოთ ადვოკატთა ასოციაციის ადმინსიტრაციაში მისამართზე: თბილისი, თინათინ ვირსალაძის პირველი ჩიხი, N1.

კონკურსში განცხადებების შემოტანის ბოლო ვადაა - 2023 წლის 9 თებერვალი, 17:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: (+995 32) 2987878

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი