„ადვოკატთა შესახებ“საქართველოს კანონის 26¹ მუხლისა და „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და 23² მუხლების შესაბამისად საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს ღია კონკურსს იურიდიული დახმარების საბჭოს შემადგენლობაში ადვოკატთა ასოციაციის წარსადგენი 1 წევრის შესარჩევად.
სავალდებულო კრიტერიუმი:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატს, რომელსაც აქვს არანაკლებ 5 წლის საადვოკატო გამოცდილება.
სავალდებულო დოკუმენტაცია:
1. პირადობისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
2. ადვოკატის უფლებამოსილების დამადსტურებელი მოწმობის ასლი
3. CV (ქართულ ენაზე)
4. სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 200 სიტყვა)
მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შეგიძლიათ ელექტრონული ფორმით ელ ფოსტის მისამართზე: hr@gba.ge, ან მატერიალური ფორმით წარმოადგინოთ ადვოკატთა ასოციაციის ადმინსიტრაციაში მისამართზე: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N11.
კონკურსში განცხადებების შემოტანის ბოლო ვადაა - 2022 წლის 20 იანვარი, 17:00 სთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: (+995 32) 2987878 (შიდა ნომერი 6).