განცხადება 2021 წლის საწევრო დავალიანების თაობაზე

3 აგვისტო 2021

ძვირფასო წევრებო,

გაცნობებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით, 2021 წლის 2 აგვისტოს, აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო ერთხმივი გადაწყვეტილება, რომ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასოციაციის წევრებს, რომელთაც ერიცხებათ 2021 წლის საწევრო დავალიანება, მიეცეთ შესაძლებლობა აღნიშნული დავალიანება დაფარონ მიმდინარე წლის ბოლომდე.

ამასთან, 2021 წლის 18 მაისს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აღმასრულებელი საბჭოს მიერ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი