განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა

24 ნოემბერი 2025

განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაცია, წინასწარ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შერჩეულ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგებს განაგრძობს. 

პროგრამის ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა თემაზე: კოლექტიური შრომითი დავები. 

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს შრომის სამართალთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა: გაერთიანების თავისუფლება, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები; პროფესიული კავშირები, როგორც დასაქმებულთა პროფესიული გაერთიანება და სხვა. 

შეხვედრას უძღვებოდა თამარ გაბისონია - ექსპერტი, ადვოკატი 


პროგრამის ფარგლებში, ტრენინგი ჩატარდა თემაზე: AI ინტელექტუალური საკუთრების სამართალში.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს თემები, როგორებიცაა: ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის ცნება, საავტორო უფლებების განმარტება და ავტორის მნიშვნელობა, ხელოვნური ინტელექტის ქმნილება და საავტორო უფლებები და სხვა. 
ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი, სერგი ჯორბენაძე. 


პროგრამის ფარგლებში, ასევე, ტრენინგი ჩატარდა თემაზე: მშენებლობის კონტროლის აქტუალური საკითხები.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: მშენებლობის კონტროლის სახეები და მშენებლობის მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილება; სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება და სხვა.

ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი უჩა ზაქაშვილი. 


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი