განაცხადების მიღება ახალ პრო ბონო პროექტში მონაწილეობის მიზნით

26 ივნისი 2020

ადვოკატთა კორპუსის მაღალი სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და ადვოკატთა ასოციაციის ახალი პრობონო პროექტი!

2020 წლის 10 ივლისიდან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაცია იწყებს კიდევ ერთ პრო ბონო პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურად მოწყვლადი მარტოხელა მშობლებისთვის, ვინც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეებზე პრობონო სამართლებრივ დახმარებას.

პროექტში მონაწილეობის მიზნით, ადვოკატთა ასოციაცია  ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით აცხადებს განაცხადების მიღებას მსურველი ადვოკატებისგან. განაცხადების მიღება წარმოებს 2020 წლის 26 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: probono@gba.ge 

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობისა და პირადობის მოწმობის ასლები; 
ბ) სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 200 სიტყვისა). 

საკონკურსო კრიტერიუმებისა და პროექტის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ დებულება ვებგვერდზე: 
https://bit.ly/2VfRRen

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი