გამოკითხვა ადვოკატებისთვის კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზების თაობაზე

6 თებერვალი 2020 - 20 თებერვალი 2020

გაცნობებთ, რომ ადვოკატებისათვის კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზების მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოლაპარაკებებს აგრძელებს საქართველოში არსებულ სხვასახვა სადაზღვევო კომპანიასთან.
გთავაზობთ, სადაზღვევო კომპანია ,,არდი“- ს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
•  სადაზღვევო კომპანია თანახმაა ასოციაციის წევრებს შესთავაზოს შეღავათიანი კორპორაციული პაკეტები. ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: სადაზღვევო პაკეტები;
• სადაზღვევო მომსახურება განხორციელდება სადაზღვევო კომპანიასა და ასოციაციის წევრს შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე, სადაზღვევო პაკეტის საფასურის დაზღვეულის მიერ მზღვეველისთვის პირდაპირი ანგარიშსწორების გზით;
•  აღნიშნული შეთავაზება ძალაში შევა, თუ სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობის სურვილს გამოთქვამს ასოციაციის არანაკლებ 300 წევრი.
იმისთვის, რომ განისაზღვროს მსურველ წევრთა რაოდენობა, გთხოვთ, გაეცნოთ კომპანიის მიერ გამოგზავნილ საინფორმაციო ბარათს და შეავსოთ ელექტრონული განაცხადი მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე: განაცხადი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტაზე: t.devdariani@gba.ge 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი