ბენჩ-ბარი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე

2 ნოემბერი 2022

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს  (Bench-Bar) სისხლის სამართლის თემატური სექციის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა თელავში.

მრგვალი მაგიდის ფორმატში ადვოკატებმა მოსამართლეებმა და პროკურორებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, გენდერული ნიშნით ჩადენილი საქმეების სამართალწარმოებისას არსებული პრობლემები განიხილეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მიესალმნენ ადვოკათა ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ასათიანი, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლონდა ბიჭიკაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - მერაბ გაბინაშვილი და და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები - ბაქარ ჯიქია და მარიამ ვარდოსანიძე.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია, ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი