ბენჩ-ბარი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე

17 თებერვალი 2023

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ადვოკატებმა, პროკურორებმა და მოსამართლეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე იმსჯელეს როგორებიცაა - მსაჯულთა ინსტრუქციები, აცილება, შერჩევა, მტკიცებულებათა გამოკვლევა, პროცესის ეფექტიანი მართვა და სხვა. შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ   ევროპის საბჭოს კონსულტანტი ჯერემი მაკბრაიდი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უფროსი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში პატრიცია ვილდერმუტი.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი