ასოციაციის მიმართვა საადვოკატო ბიუროებსა და იურიდიული ფირმებს

20 მაისი 2020

როგორც მოგეხსენებათ, აღმასრულებელი საბჭოს 2020 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ასოციაციის წევრთა მხარდამჭერი ღონისძიებები, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ადვოკატთა სოციალური დახმარების ფონდის ბიუჯეტის ზრდას ასოციაციის არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში, რათა კოლეგიური მხარდაჭერა გავუწიოთ ასოციაციის იმ წევრებს, რომლებიც  კოვიდ პანდემიის გამო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ (იხ. ბმული: https://bit.ly/3caidVj).

ამავდროულად, გვინდა მივმართოთ საადვოკატო ბიუროებსა და იურიდიულ ფირმებს, რომელთაც გააჩნიათ სურვილი და  შესაძლებლობა კოლეგიური სოლიდარობა და მხარდაჭერა გაუწიონ ფინანსური სიძნელეების წინაშე მდგარ კოლეგებს, განახორციელონ შესაბამისი შემოწირულობა პროფესიული სოლიდარობის ფონდში. შემოწირული თანხა მიმართული იქნება საჭიროების მქონე წევრთა მხარდაჭერაზე.  

ფონდის საბანკო რეკვიზიტები:

► მიმღები: ააიპ ადვოკატთა სოციალური დახმარების ფონდი

 ანგარიშის ნომერი: GE77VT6600005005003608 

 დანიშნულებაში მიუთითეთ: შემოწირულობა 

გვჯერა, რომ პროფესიული სოლიდარობითა და კოლეგიური მხადაჭერით ერთად გადავლახავთ პროფესიის წინაშე არსებულ სირთულეებს და უფრო გავაძლიერებთ ჩვენს პროფესიას. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი