საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2019 წლის 20 სექტემბერს შესული ცვლილების შესაბამისად (მუხლი 5¹), მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან, არასრულწლოვანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სპეციალიზებულ ადვოკატს.
პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით, ადვოკატთა ასოციაცია როგორც 1-ელ სექტემბრამდე, ასევე, 1-ელი სექტემბრის შემდეგ, პერიოდულად ჩაატარებს შესაბამისი სპეციალიზაციის კურსს.
იმისათვის, რომ განისაზღვროს სამოქალაქო სამართლის სფეროში მოღვაწე ადვოკატების ის რაოდენობა, რომელიც მუშაობს არასრუწლოვანთა უფლებების დაცვის მიმართულებით და შესაბამისად, ესაჭიროება სპეციალიზებული ტრენინგის გავლა, დამატებით ტარდება გამოკითხვა 13 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით (იხ. ქვემოთ).
შენიშვნა: წინამდებარე განცხადება/გამოკითხვა არ ეხება იმ პირებს, ვინც უკვე მიიღო მონაწილეობა 27 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით ჩატარებულ პირველად გამოკითხვაში.
გთხოვთ, ქვემორე გამოკითხვის ფორმის შევსებისას გაითვალისწინოთ, რომ “1-ელ სექტემბრამდე კურსის გავლის აუცილებლობის” გრაფა მონიშნოთ იმ შემთხვევაში, თუკი ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს. აღნიშნულით საშუალებას მივცემთ იმ კოლეგებს, რომელთაც წარმოებაში არსებული საქმეებიდან გამომდინარე აუცილებლად ესაჭიროებათ სპეციალიზაციის მიღება 1-ელ სექტემბრამდე, დროულად გაიარონ შესაბამისი კურსი. ამასთან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სპეციალიზაციის კურსის ჩატარება გაგრძელდება 1-ელი სექტემბრის შემდეგაც.
კურსი შესაძლოა ჩატარდეს დისტანციური (ონლაინ) ფორმით და კურსის ხანგრძლივობაა 4 დღე, რომელიც სრულდება ტესტირებით. სპეციალიზაციის მიღების შესახებ დეტალები იხილეთ შესაბამის - დებულებაში.
გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად და კურსის გავლის საჭიროების შესახებ ინფორმაციის დასაფიქსირებლად, ეწვიეთ ბმულს.