არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სფეროში სპეციალიზებულ ტრენინგები

9 ივლისი 2020

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5¹ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმატებით ახორციელებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სფეროში სპეციალიზებულ ტრენინგებს.

დამატებითი სპეციალიზაციის მიღების მიზნით, ამ ეტაპისთვის, დარეგისტრირდა 700-ზე მეტი მსურველი ადვოკატი. ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს, რომ ყველა მსურველი ადვოკატი სპეციალიზირებული შეხვდეს კანონის მოთხოვნებს, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება. ამასთან, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სფეროში სპეციალიზაციის ტრენინგების ჩატარება აუცილებლად გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც. 
ტრენინგების შემდეგ/პარალელურად მიმდინარეობს ტესტირება, რომელიც სპეციალიზაციის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს და  რომელსაც ადვოკატების დიდი ნაწილი წარმატებით აბარებს.

სპეციალიზაციის ტრენინგების კურსი მხარდაჭერილია USAID/PROLoG-ისა და UNICEF-ის მიერ.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კოლეგებს!

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი