ადვოკატთა ასოციაცია, აცხადებს რეგისტრაციას „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (სისხლის სამართალი) სპეციალიზებულ კურსზე.
დაინტერესებული ადვოკატები, რომლებიც მუშაობენ სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით, სპეციალიზებულ კურსზე რეგისტრაციას შეძლებენ 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე.
კურსის ჩატარების თარიღი და სხვა დეტალები, მონაწილეებს ეცნობებათ რეგისტრაციის დასრულებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს: 2987878
გისურვებთ წარმატებას!