2022 წლის 24 დეკემბერს 12:00 საათზე, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება. ადგილმდებარეობა: შერატონ გრანდ მეტეხი პალასი (მისამართი: თბილისი, თელავის ქუჩა N20) მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 12:00 საათამდე.
აქვე გაცნობებთ, რომ ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, განმეორებითი საერთო კრება გაიმართება იმავე დღეს, 2022 წლის 24 დეკემბერს, 13:00 საათზე. განმეორებითი კრება უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა. ადგილმდებარეობა: შერატონ გრანდ მეტეხი პალასი (მისამართი: თბილისი, თელავის ქუჩა N20) განმეორებითი კრების მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 12:15 საათზე და დასრულდება 13:00 საათზე.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
2022 წლის 24 დეკემბრის საერთო კრების დღის წესრიგი
საერთო კრების გახსნა;
ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა;
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენა;
ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ანგარიშის წარდგენა;
ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის ანგარიშის წარდგენა;
ადვოკატთა ასოციაციის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენის მინიჭება;
საერთო კრების შეჯამება.
საერთო კრების რეგლამენტი.