ადვოკატთა საყურადღებოდ!

9 ნოემბერი 2020

ძვირფასო წევრებო,

მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის 09 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე წესდება გადაადგილებაზე შეზღუდვა.

დროის ამ მონაკვეთში, იმ ადვოკატებისათვის, რომელთა გადაადგილება აუცილებელია მათი პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად (მაგალითად, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა წესით დაკავებული პირისათვის იურიდიული დახმარების/მომსახურების გასაწევად და სხვა), საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით ადვოკატების გადაადგილებაზე ვრცელდება შემდეგი წესი:

(1) პროფესიული საქმიანობის ფარგლებში გადაადგილებისას (მათ შორის მძღოლის თანხლებით), თან იქონიეთ ადვოკატის მოწმობა და სათანადო ორდერი;

(2) შემოწმების მიზნით გაჩერების შემხვევაში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს წარუდგინეთ ზემოხსენებული დოკუმენტები და აცნობეთ პროფესიული საქმიანობის მიზნით გადაადგილების თაობაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის მიერ არ ხორციელდება რაიმე ფორმით გადაადგილებასთან დაკავშირებული საშვების შეთანხმება.

გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ შეზღუდვას და 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილდეთ მხოლოდ პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი