ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!

20 ნოემბერი 2025

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 13-14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება.

საერთო კრების მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 13 დეკემბრის 09:00 საათიდან და გაგრძელდება იმავე დღის 10:30 საათამდე. ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, განმეორებით საერთო კრებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 13 დეკემბერს 10:40 საათიდან და გაგრძელდება 12:00 საათამდე. 12:00 საათის შემდეგ მოსული პირი საერთო კრების პირველ დღეს არ დაიშვება. საერთო კრება ჩატარდება - თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. №118, „ექსპო ჯორჯია“, მე-11 და მე-4-5 პავილიონები. 

საერთო კრების 1-ლი დღე, 13 დეკემბერი, 2025 
კრებაზე რეგისტრაცია, კრების გახსნა, ხმის დამთვლელი კომისიის წევრობის კანდიდატთა თვითნომინირება, ხმის დამთვლელი კომისიის წევრების არჩევა (ღია კენჭისყრა), ასოციაციის მმართველი ორგანოების ანგარიშების წარდგენა და თავმჯდომარეობის კანდიდატთა გამოსვლების მოსმენა გაიმართება 2025 წლის 13 დეკემბერს 09:00 საათიდან - 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. №118, „ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონი.

საერთო კრების მე-2 დღე (მმართველი ორგანოების არჩევნები), 14 დეკემბერი, 2025 
რეგისტრაცია და ბიულეტენის მიღება, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები (ფარული კენჭისყრა) გაიმართება 2025 წლის 14 დეკემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. №118, „ექსპო ჯორჯია“, მე-4 და მე-5 პავილიონი. 
   

                ასოციაციის 2025 წლის 13-14 დეკემბრის საერთო კრების დღის წესრიგი                                  

საერთო კრების 1-ლი დღე, 13 დეკემბერი, 2025 წელი
მის.: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. №118, „ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონი.

  • 13 დეკემბრის 09:00 საათიდან - 12:00 საათამდე, საერთო კრებაზე რეგისტრაცია და საერთო კრების გახსნა;
  • 13 დეკემბრის 12:00 საათიდან - 12:30 საათამდე, ხმის დამთვლელი კომისიის წევრობის კანდიდატთა თვითნომინირება;
  • 13 დეკემბრის 12:30 საათიდან - 14:00 საათამდე, ხმის დამთვლელი კომისიის წევრების არჩევა (ღია კენჭისყრა); ელ. პორტალი - www.saertokreba.gba.ge; და ხმის დამთვლელი კომისიის წევრების არჩევის შედეგების გამოცხადება;
  • 13 დეკემბრის 14:00 საათიდან - 15:00 საათამდე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის 2025 წლის ანგარიშების წარდგენა; 
  • 13 დეკემბრის 15:00 საათიდან - 16:00 საათამდე, თავმჯდომარეობის კანდიდატთა გამოსვლები. 

 

 13 დეკემბრის 16:00 საათიდან - 14 დეკემბრის 10:00 საათამდე - შ ე ს ვ ე ნ ე ბ ა.

 

საერთო კრების მე-2 დღე, 14 დეკემბერი, 2025 წელი
მის.: თბილისი, წერეთლის №118, „ექსპო ჯორჯია“, მე-4 და მე-5 პავილიონები.

  • 14 დეკემბრის 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე, რეგისტრაცია და ბიულეტენის მიღება, ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები (ფარული კენჭისყრა). მისამართი: თბილისი, წერეთლის №118, “ექსპო ჯორჯია“, მე-4 და მე-5 პავილიონები.
  • 14 დეკემბრის 19:00 საათიდან - 21:00 საათამდე, ხმების დათვლა; 
  • 14 დეკემბრის 21:00 საათი, არჩევნების შედეგების გამოცხადება;
  • 14 დეკემბრის 21:15 საათი, კრების დახურვა. 

 

2025 წლის 14 დეკემბერს, საერთო კრების ფარგლებში, გაიმართება ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის (12 ადვოკატი წევრი, 6 სათადარიგო წევრი, 3 არა ადვოკატი წევრი) და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები, 4 წლის ვადით. „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ასოციაციის თავმჯდომარის ანდა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა საყურადღებოდ !!!

არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს გთხოვთ, ასოციაციის წესდების მე-13 პრიმა მუხლის თანახმად, 2025 წლის 27 ნოემბრის 18:00 საათამდე, ასოციაციის აპარატის მეშვეობით (მის.:თბილისი, თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1), წარმოადგინოთ განცხადება (ფიზიკური სახით) არჩევნებზე თქვენი ნომინირების შესახებ (განცხადების ფორმები იხილეთ ქვემოთ). 

კანდიდატი უფლებამოსილია წარადგინოს თავისი კანდიდატურა მხოლოდ ერთ არჩევით ორგანოში. კანდიდატად ნომინირების თაობაზე განცხადების წარმოდგენის ვადის გასვლის შემდეგ (2025 წლის 27 ნოემბერი, 18:00 საათი), კანდიდატის ნომინირება დაუშვებელია. 

ასოციაციის თავმჯდომარეობის, აღმასრულებელი საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრის ნომინირებისთვის საჭირო დოკუმენტები:

  • განცხადება ნომინირების შესახებ (ამობეჭდილი, შევსებული და ხელმოწერილი სახით);
  • თავმჯდომარის განცხადების ფორმა - გადმოტვირთეთ აქ 
  • აღმასრულებელი საბჭოს წევრის განცხადების ფორმა - გადმოტვირთეთ აქ
  • სარევიზიო კომისიის წევრის განცხადების ფორმა - გადმოტვირთეთ აქ 
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრის ნომინირებისთვის საჭირო მოთხოვნები და დოკუმენტები: 

  • განცხადება ნომინირების შესახებ (ამობეჭდილი, შევსებული და ხელმოწერილი სახით); განცხადების ფორმა - გადმოტვირთეთ აქ
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

შენიშვნა: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი, არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით.

ეთიკის კომისიის არა ადვოკატი წევრის ნომინირებისთვის საჭირო მოთხოვნები და დოკუმენტები: 

  • განცხადება ნომინირების შესახებ (ამობეჭდილი, შევსებული და ხელმოწერილი სახით); განცხადების ფორმა - გადმოტვირთეთ აქ
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ცნობა ნასამართლობის შესახებ. 

შენიშვნა: ასოციაციის წესდების 21.5. პუნქტის თანახმად, ეთიკის კომისიის არა ადვოკატი წევრი შეიძლება იყოს 30 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით, რომელიც არაა ნასამართლევი, სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით და არის თავისი სფეროს გამოჩენილი სპეციალისტი. 


„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად თუ: (ა) შეუსრულებელი აქვს სასამართლო წესით დაკისრებული ქონებრივი ვალდებულება; (ბ) ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში; (გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა. 

განცხადებები, სათანადო თანდართული დოკუმენტებით, ფიზიკური სახით წარმოდგენილ უნდა იქნას 2025 წლის 27 ნოემბრის 18:00 საათამდე, ადვოკატთა ასოციაციის აპარატში, მისამართზე: თბილისი, თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1. 

საკონტაქტო პირი: ფარნაოზ მურვანიძე, ელ-ფოსტა: ph.murvanidze@gba.ge; ტელეფონი: 5(99)14 89 94. 

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი