ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა

29 ნოემბერი 2023

ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-6 (სამართლიანი განხილვის უფლება) მუხლები.  

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა:

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის ძირითადი პრინციპები: დაკავება, გაჩერება და ჩხრეკა, კანონიერება, მართლზომიერება და თვითნებობის დაუშვებლობა;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის გამოყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე;
  • აღკვეთის ღონისძიების სახეები და გამოყენების სტანდარტები: ბრალდებულის მიმალვის საფრთხე და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;
  • აღკვეთის ღონისძიების სახეები და გამოყენების სტანდარტები: ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე;
  • მტკიცებულებების დასაშვებობა სისხლის სამართლის პროცესში და ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (მტკიცებულების დასაშვებობის სტანდარტი; ირიბი მტკიცებულებები; სისხლის სამართლის პროცესის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენება);

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა;

სესიებს უძღვებოდნენ ექსპერტები:
ლევან მესხორაძე, ივანა როანა, მერი აღაპიშვილი, შორენა ლოლაძე, მადონა მაისურაძე, ნანიკო ზაზუნაშვილი, თემურ ცინდელიანი, მაკა გაგიევი და ლევან მახარაშვილი.

ორდღიანი ტრენინგი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი