პირველად ადვოკატთა ასოციაციის ისტორიაში! ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ნაკრები „მასტერ ლიგაში“ ითამაშებს!
ამ დროისთვის ადვოკატებისგან დაკომპლექტებული ნაკრები პირველი თამაშისთვის ინტენსიურად ემზადება.
ასოციაციის საფეხბურთო ნაკრების წევრების შერჩევის პროცესი, რომელშიც ყველა მსრუველ ადვოკატს შეეძლო მონაწილეობის მიღება, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. საერთო ჯამში კი ჩვენი ნაკრები 21 ფეხბურთელით დაკომპლექტდა.
შეგახსებებთ, რომ „მასტერ ლიგა“ ყოველწლიურად ტარდება. წელს კი მონაწილე ნაკრებებს 'ლიგა 3' დაემატა, რომლის ფარგლებში საფეხბურთო შეჯიბრს ადვოკატთა ასოციაციის გუნდთან ერთად კიდევ 20 საფეხბურთო გუნდი შეუერთდა.
ერთად ვუგულშემატკივროთ ადვოკატთა საფეხბურთო ნაკრებს!