ადვოკატთა ასოციაციაში საიმიგრაციო სამართლის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მიზანია, იურიდიული პროფესიის და ადვოკატთა კორპუსის ჩართულობის უზრუნველყოფა საიმიგრაციო სამართლის სისტემისა და კანონმდებლობის სრულყოფისა და ამ სფეროში ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობის პროცესში.
სამუშაო ჯგუფში გაწევრიანების მსურველთა განაცხადების მიღება, საჯარო განცხადების საფუძველზე, 2021 წლის 5 აპრილიდან - 15 აპრილამდე მიმდინარეობდა.
სამუშაო ჯგუფის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3eVXjNB