ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ასოციაციაში გაწევრიანებულ რიგით მეათიათასე წევრს ადვოკატის მოწმობა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ასოციაციის მე-10000 წევრი ადვოკატი, მაია ახვლედიანია, რომელიც ადვოკატურას სისხლის სამართლის მიმართულებით შემოუერთდა.
მაია ახვლედიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული და დოქტორანტურის სტუდენტია.
წარმატებას ვუსურვებთ მას პროფესიულ საქმიანობაში!