ადვოკატთა ასოციაცია გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელს ოფიციალურად შეუერთდა.
ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც 2018 წლიდან აქტიურად ვახორციელებთ სხვადასხვა პრობონო იურიდიული დახმარების პროექტს და პროფესიაში პრობონო საქმიანობის პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს.
მნიშვნელოვანია, რომ
ფინანსური სირთულეების გამო არც ერთი ადამიანი არ დარჩეს იურიდიული დახმარების გარეშე, ამიტომ, ადვოკატთა ასოციაცია პრობონო პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივაა, რომელიც ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.