ადვოკატთა ასოციაციაში დარგობრივი სპეციალიზაციის კურსდამთავრებულებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

28 ოქტომბერი 2025


ადვოკატთა ასოციაციაში დარგობრივი სპეციალიზაციის კურსდამთავრებულებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

კურსები ორი მიმართულებით ჩატარდა - „სამშენებლო და არქიტექტურული სამართალი“ - სადაც 22 ადვოკატს მიენიჭა დარგის სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი და  „საგადასახადო სამართალი“ , რომლის დასრულების შემდეგ დარგის სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი მიენიჭა 10 ადვოკატს.

შემაჯამებელ შეხვედრაზე კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ქართულ-გერმანული სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი ხუბუამ. 

დავით ასათიანმა ადვოკატებს დარგობრივი სპეციალიზაციის წარმატებით დასრულება მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, მათ შორის, გერმანიაში სასწავლო ვიზიტზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიგეგმება.

ადვოკატთა ასოციაცია, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტსა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის დანერგვა დაიწყო. დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემა ნებაყოფლობითობის პრინციპს ეფუძნება და მიზნად ისახავს სამართლის სხვადასხვა ვიწრო მიმართულებაში ადვოკატებისა და იურისტების სიღრმისეული კვალიფიკაციის მინიჭებას

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს დარგობრივი სპეციალიზაციის კურსზე - „ეკონომიკური დანაშაულების სამართალი".
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი