ადაპტაციის პროგრამის სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატთა საყურადღებოდ

16 თებერვალი 2021

როგორც თქვენთვის ცნობილია, სამართალწარმოებაში მონაწილეობა ადაპტაციის პროგრამის სტაჟირების ნაწილის არსებითი კომპონენტია, რაც სასამართლო სხდომებზე საპროცესო კანონმდებლობით გათვალიწინებული წესით ხელმძღვანელ ადვოკატებთან ერთად სტაჟიორების დასწრებას გულისხმობს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას არაერთმა მენტორმა ადვოკატმა და სტაჟიორმა მომართა იმის თაობაზე, რომ სტაჟიორებს საშუალება არ ეძლევათ ადვოკატთან ერთად მონაწილეობა მიიღონ სამართალწარმოების პროცესში, კერძოდ, სასამართლო სხდომებს ფიზიკურ სივრცეში დაესწრონ. სამწუხაროდ, ხსენებული შეზღუდვა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 15 სექტემბრის N3 რეკომენდაციით არის გამოწვეული, რომელიც ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლო სისტემაში გასატარებელ ღონისძიებებს შეეხება.

გაცნობებთ, რომ სასამართლოსთან კომუნიკაციის შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება და სასამართლო სხდომის მოცულობით დარბაზებში, სტაჟიორების დასწრებასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ გავრცელდება, ხოლო მცირე მოცულობის  სასამართლო სხდომის დარბაზებში, გთხოვთ, უზრუნველყოთ მონაცვლეობით, არაუმეტეს 2 სტაჟიორის დასწრება.  

საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირით ელ-ფოსტაზე: r.tsintsadze@gba.ge

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი