ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის ლექტორებისთვის ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგიასა და სტანდარტიზირებული სილაბუსების შემუშავების საკითხებზე სიღრმისეული ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგში ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის ლექტორების განახლებული შემადგენლობა მონაწილეობდა, რომელიც ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ გამოცხადებული საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩა.
სიღრმისეული ტრენინგი და მისი თანმდევი პროცედურები ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის ხარისხისა და ეფექტიანობის შემდგომ ზრდას ისახავს მიზნად. აღნიშნულ პროცესს მხარს უჭერს ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.