ინგა ნებიერიძე
ეთიკის კომისიის წევრი
2021 წლის 11 დეკემბრიდან .ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ინგა ნებიერიძე არჩეულია ეთიკის კომისიის ადვოკატ წევრად.
ინგა ნებიერიძემ წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის კვალიფიკაცია,
2002-2003 წლებში სწავლობდა „დიკენსონ კოლეჯში“ (კარლაელი, პენსილვანია, აშშ).
1992-2002 წლებში ინგა ნებიერიძე იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და ეწეოდა საადვოკატო და პედაგოგიურ საქმიანობას.
2007 წელს ინგა ნებიერიძემ წარმატების ჩააბარა საადვოკატო საკვალიფიკაციო გამოცდა და გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით.
2009-2017 წლებში ინგა ნებიერიძე იკავებდა ს.ს.ი.პ. “ქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. ამავდროულად იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომისიის წევრი; „ადვოკატთა სოციალური დახმარების“ ფონდის გამგეობის წევრი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი; იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის (IBA) წარმომადგენელი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრი.
2000-2009 წლებში ინგა ნებიერიძე დასაქმებული იყო როგორც საჯარო სტრუქტურებში, ისევე კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში:
2000-2002 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოში, იურისტად;
2002-2003 წლებში მუშაობდა ამერიკის წითელი ჯვრის ასოციაციაში (American Red Cross, Pensilvania, USA).
2004 – 2006 წ.წ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში, იურისტად .
2006-2007 წლებში მუშაობდა კომპანია “GT - International Legal Consulting Group “-ში, იურისტად.
2018-2020 წლებში ინგა ნებიერიძე მუშაობდა კომპანია „ING-legal იურისტად (ბრიუსელი, ბელგია).
ამჟამად ინგა ნებიერიძე არის იურიდიული კომპანია “ILCC“-ს აღმასრულებელი დირექტორი; „ ადვოკატთა ევროპული პალატის“ დამფუძნებელი და საბჭოს წევრი.
ინგა ნებიერიძე არის საერთაშორისო ორგანიზაცია „ ევროპის იურისტ ქალთა ასოციაციის“ (EWLA-ბელგია) წევრი, ადვოკატთა საერთაშორისო კავშირის МС(С)А. წევრი; იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის (IBA) -ს წევრი; ევროპის მენტორინგის და ქოუჩინგის საბჭოს (EMCC)-ს წევრი; ევროპის ტრანზაქციული ანალიზის ასოციაციის (EATA)-ს წევრი; საერთაშორისო ორგანიზაციის “HWPL- მსოფლიო ომის გარეშე“ (UN DPI) მშვიდობის ელჩი (Peace Ambassador);
გარდა მშობლიური ენისა, ინგა ნებიერიძე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.