სიახლეები

ღონისძიებების კალენდარი

|

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საშუალებას გაძლევთ ასოციაციის სახელით მონაწილეობა მიიღოთ თქვენთვის სასურველ, სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიულ კონფერენციაში. კერძოდ, თუ გსურთ, კონფერენციაში ასოციაციის სახელით მიიღოთ მონაწილეობა და ღონისძიება შეესაბამება ასოციაციის საქმიანობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, ასოციაცია მზად არის, მოგანიჭოთ შესაბამისი მანდატი და მხარი დაგიჭიროთ ასოციაციის სახელით კონფერენციაში მონაწილეობაში. ამისათვის უნდა მოგვმართოთ განცხადებით ელ-ფოსტაზე info@gba.ge მოგვაწოდოთ ინფ...
ვრცლად >
ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ადვოკატებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „საკანონმდებლო სიახლეები ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებით“. შეხვედრაზე განიხილეს ქონების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესები და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, 1 ნოემბრიდან ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის განსხვავებული წესი ამოქმედდება. შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და მასში ონლაინ რეჟიმში 50-ზე მეტი ადვოკატი მონაწილეობდა...
ვრცლად >
წლევანდელი კონფერენციის თემაა - ადვოკატი და უფლებების ეფექტიანი დაცვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ღონისძიებაზე რეგისტრაცია განხორციელდება პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე.
ვრცლად >
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, შრომის სამართლის სპეციალიზირებულ მოსამართლეთა და ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის წევრების მონაწილეობით ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ბენჩ-ბარის ფორმატის შეხვედრა კვლავ გაიმართა თემაზე: „შრომითი ურთიერთობები: სამართლებრივი, სასამართლო და პრაქტიკული პერსპექტივები“.  შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს...
ვრცლად >
კონფერენციის მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ღონისძიებაზე რეგისტრაცია განხორციელდება პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, რომელიც ელექტრონული ფორმით იწარმოებს და გაიხსნება 21 ოქტომბერს 14:00 საათზე.
ვრცლად >
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერითა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ჩართულობით, 17-18 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ადვოკატებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდა თემაზე „დავების ალტერნატიული გადაწყვეტა (ADR) პრაქტიკოსებისთვის“. სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენდა ადვოკატებისთვის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების შესახებ ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების განვითარება. პროგრამის ფა...
ვრცლად >
8 ნოემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას „ადვოკატები და უფლებების ეფექტიანი დაცვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ უმასპინძლებს. ღონისძიება გააერთიანებს დაახლოებით 200 ადვოკატს, იურისტს, სამართლის მკვლევარსა და პრაქტიკოსს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები და ადვოკატთა პროფესიული ასოციაციების ხელმძღვანელები.
ვრცლად >
8 ნოემბერს, ადვოკატის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის საზეიმო ვახშამი გაიმართება.
ვრცლად >
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში, ადვოკატებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს თემაზე: „დასაქმების ფორმები - შრომის საერთაშორისო სტანდარტები და ეროვნული საკანონმდებლო მიდგომები“.
ვრცლად >
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე მისულ ადვოკატებს შეხვდა და მათი სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. ირაკლი ყანდაშვილმა დაწესებულების დირექტორ რამაზ ფირცხალავასთან ერთად დეტალურად განიხილა მიმდინარე პრობლემური საკითხები, მათ შორის, ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიების პრაქტიკაში სათანადოდ უზრუნველყოფი...
ვრცლად >

ღონისძიებების კალენდარი

|
    • ორშ
    • სამ
    • ოთხ
    • ხუთ
    • პარ
    • შაბ
    • კვი