ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რეგიონებში ადვოკატებთან შეხვედრებს განაგრძობს

27 ნოემბერი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რეგიონულ შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ყანდაშვილმა, მორიგი შეხვედრა ქუთაისში გამართა ადვოკატებთან რომლებიც იმერეთის რეგიონში საქმიანობენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ადვოკატთა ასოციაციის რეგიონული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი, გიორგი ჭოჭუა.

შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა ადვოკატებს ასოციაციაში მიმდინარე სიახლეები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო გეგმები გააცნო. 

საუბარი შეეხო ადვოკატთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, პროფესიული უფლებების დაცვის მექანიზმებსა და ასოციაციის საქმიანობის აქტუალურ საკითხებს.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონში ადვოკატთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ასოციაციის თავმჯდომარემ მოისმინა მათი მოსაზრებები, საჭიროებები და ინიციატივები, რომლებიც პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებასა და ადვოკატთა უფლებების დაცვის საკითხებს უკავშირდება.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი